Sunday, October 4, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

  დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო  დღეა. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაცია. გავიხსენეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. დიდ მადლობას ვუხდით, ჩვენს ტრენერს, მაია ჯოხაძეს.

Saturday, October 3, 2015

მერვე დღის რეფლექსია

     დღეს ვისწავლეთ ბლოგზე სასურველი გვერდების დამატება. ჩვენი დრაივის მასალები ბლოგზე გამოვაქვეყნეთ. 

Sunday, September 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

     დღეს ვისწავლეთ ბლოგის სახელწოდების შეცვლა, ასევე ბლოგზე სურათის ატვირთვა. ჩვენი დრაივი ტრენერს გავუზიარეთ. 

Sunday, September 20, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

     დღეს საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა. ჩვენს მიერ შექმნილი მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციები ბლოგზე გამოვაქვეყნეთ. 

მოსწავლის პრეზენტაცია


პროექტის პრეზენტაცია


Saturday, September 19, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

     დღეს ჩვენ შევქმენით ბუკლეტი; შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო; ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება, რომლის შესრულებაც ხელს შეგვიწყობს შემდგომ მუშაობაში.

Sunday, September 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

     დღეს ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის ელექტრონული გეგმა შევქმენით. ტრენერის მიერ მომზადებული სკაფოლდინგის დახმარებით ავაწყეთ პრეზენტაცია . ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ Drive-ზე.
ხვალიდან სკოლაში სწავლა იწყება.
                           ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!

Saturday, September 12, 2015

მესამე დღის რეფლექსია


დღეს:
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია.
შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები.
ვისწავლეთ ტექსტურ რედაქტორში დაბეჭდილი ტექსტის ასლის ბლოგზე გამოქვეყნება.
მოვახდინეთ ურთიერშეფასება ბლოგზე (კომენტარების სახით).

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

Let's introduce ourselves!!!

(გავიცნოთ ერთმანეთი)
ზოგადი კითხვა:
როგორ შეიძლება გამიცნოს ფართო საზოგადოებამ?
თემატური კითხვა:
რომელი ქსელის გამოყენება შეგიძლიათ?
აისახება თუ არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაზე? ჩვენს ოჯახებზე?
შინაარსობრივი კითხვები:
რაში შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ფოსტის შესაძლებლობები?
ვიყენებთ თუ არა ათწილადებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
მონაცემების წარმოდგენის რომელი ხერხია უფრო თვალსაჩინო?
რისთვის გვჭირდება პრეზენტაცია?

Sunday, September 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია

      დღეს ვისაუბრეთ ჩვენი პროექტების შესახებ, შევქმენით ბლოგი. მივიღეთ შემდეგი  მეცადინეობისთვის საჭირო საშინაო დავალება. მეცადინეობა საკმაოდ შრომატევადი იყო

მთვარისა თალაკვაძე

      მე გახლავართ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის ისტ-ის და მათემატიკის მასწავლებელი.